14 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
შეერთებული შტატების მასშტაბით, კორონავირუსის პიკი გადავლილია - დონალდ ტრამპი 

კვლავ მწვავეა ვითარება შეერთებულ შტატებში, თუმცა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების პიკი გავლილია.

ასევე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე გამოცხადდება ახალი წესები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისკენ და ეკონომიკის ხელახლა გახსნისკენ არის მიმართული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა.

"შეერთებული შტატების მასშტაბით, კორონავირუსის პიკი გადავლილია, ახლა მნიშვნელოვანია დროულად მოვახერხოთ ეკონომიკის აღდგენა, ასევე საჭიროა პრევენციის ზომების გატარება, რათა მოხდეს პანდემიის საბოლოო შეჩერება,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები