10 მაისი 2024,   08:50
ვრცლად
ზუგდიდისა და ფოთის ცენტრალური ბაზარი ისევ იხურება

ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ისევ იხურება.ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები და მოქალაქეებს შიგნით შესვლის საშუალებას აღარ აძლევენ.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თქვა, ხალხისა და ავტომობილების ნაკადმა მოიმატა და პოლიციისა და მუნიციპალიტეტის მობილიზების მიუხედავად, პროცესი უმართავი გახდა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო მეწარმეებს, რომლებიც გახდნენ დაზარალებულები, რადგან მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის უპასუხისმგებლობა და უპატივცემლობა ყველას მიმართ და იძულებული გავხდით, დაგვეწყო ბაზრის დახურვის პროცესი. რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვისაც ორი ლუკმის შოვნა უნდოდა ან სააღდგომოდ, ყიდვა პროდუქტის. არც გარემოვაჭრეები იქნებიან ბაზართან ახლოს, არავის გვიხარია, მაგრამ ყველა დაჯარიმდა. პოლიცია იმოქმედებს კომპრომისის გარეშე," - აღნიშნა მოწერელიამ. მისივე თქმით, დაიხურება ფოთის ბაზარიც.

მხარის რწმუნებული ამბობს, რომ ბაზრები, შესაძლოა, დღესასწაულების შემდეგ გაიხსნას.

დღის ამბები