09 სექტემბერი 2026,   10:58
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა - ინფიცირებული ე.წ. ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული

ბათუმში COVID-19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა - 65 წლამდე ინფიცირებული ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ბოლო 10 დღის განმავლობაში ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. საეჭვო სიმპტომები მას 2 დღის წინ გამოუვლინდა და ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, ოჯახის წევრები კი საკარანტინო სივრცეში. დღის ბოლომდე ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევა.

რაც შეეხება ინფიცირებულს, ის  უკვე კლინიკა "მედალფაშია" გადაყვანილი.

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 465-ზე მეტი კონტაქტია დადგენილი, მათ ეტაპობრივად უტარდებათ ლაბორატორიული კვლევა.

ბოლო ინფორმაციით "მედალფაში" 35 ინფიცირებული რჩება, მათგან ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია.

დღის ამბები