09 სექტემბერი 2026,   09:29
ვრცლად
სოფელ ღვანკითის მოსახლეობას პროდუქტების ნაკლებობა არ ექნება - იმერეთის რწმუნებული

თერჯოლაში ვირუსის გავრცელების რისკებს უფრო მეტად ზრდის ის გარემოება, რომ ამ დროის განმავლობაში სოფელ ღვანკითში სასურსათო მაღაზია დაკეტილი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა კი პროდუქტების შესაძენად იძულებული იყო სხვა სოფელში ან ქალაქში ჩასულიყო.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, სოფელი ღვანკითი სასურსათო პროდუქტით მომარაგდება.

"სასურსათო მაღაზიები არსებობდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ დაიკეტა, როგორც გავარკვიეთ. ჩვენ დილიდანვე მოველაპარაკეთ მაღაზიების მეპატრონეებს და ისინი დაგვთანხმდნენ, რომ გახსნიან ამ მაღაზიებს. შესაბამისად, შევიტანთ პროდუქტს და სოფლის მოსახლეობას პროდუქტის ნაკლებობა არ ექნება.

რაც შეეხება აფთიაქს და სხვადასხვა საჭიროების საგნებს, ამაზე დახმარება მოგვიწევს ჩვენი რესურსით და ვისაც ექნება საჭიროება ყველაზე მოვახდენთ რეაგირებას," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.  

ზუსტად ექვსი საათია, სოფელი ღვანკითი ჩაკეტილია. 705 ოჯახი, დაახლოებით 2400 ადამიანი იზოლაციაში მას შემდეგ მოექცა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ამ ზონაში კოვიდინფექცია კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა.

ახლა, საერთო ჯამში სოფელში 10 ინფიცირებულია. სპეციალისტები ახალი შემთხვევების კონტაქტებს სწავლობენ. ტერიტორია მკაცრად კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. მოეწყო ხუთი ბლოკ-საგუშაგო.

დღის ამბები