გლდანის ბაზარში მოვაჭრეებს პროდუქტების ნაწილის ნაგვის ურნაში გადაყრა მოუწიათ. მათ ბაზარში ვაჭრობის საშუალება დღემდე არ ეძლევათ, რის გამოც ათასობით ლარის პროდუქცია უფუჭდებათ.
მოვაჭრეები ამბობენ რომ ჯანდაცვის რეკომენდაციებს იცავენ, თუმცა მერიის ინსპექცია ბაზრის გახსნის საშუალებას არ აძლევს. იმ შემთხვევაში თუ ბაზარი ხვალ არ გაიხსნება მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.