18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ბოლნისის რაიონში სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით პრობლემა არ არსებობს - ამირან გოგიტიძე

გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალის ნაწილი კარანტინსა და კლინიკებშია გადაყვანილი, რაიონში სამედიცინო სერვისების მიწოდების კუთხით პრობლემა არ შექმნილა. როგორც ამირან გოგიტიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი ექიმებით დაკომპლექტდა.

"ბოლნისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალის გარკვეული ნაწილი გადაყვანილია კლინიკაში, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ საკარანტინო დაწესებულებაში, თუმცაღა, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რაიმე შეფერხებით მიეწოდება. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ სხვადასხვა რაიონებიდან შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მობილიზება და დავაკომპლექტეთ სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები იმისათვის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სერვისის მიწოდება უწყვეტად ყოფილიყო შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, ამ კუთხით რაიმე შეფერხებას ადგილი არ ჰქონია,"-განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

დღის ამბები