ბოლნისში დღეს 151 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან 74 ბიოლოგიური ნიმუშები აიღეს.
პარალელურად, ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელ გეტაშიც, სადაც ინფიცირებული 82 წლის მამაკაცის კონტაქტებს ეძებენ. სოფელში 8 ნიმუშია აღებული.
"ვიყავით სოფელ მუშევანში, მოხდა ნიმუშების აღება დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან და სოფლის მაცხოვრებლებიდან. აღებულია 74 ნიმუში.
ტემპერატურით გამოვლენილი პაციენტი არ ყოფილა. ერთი იყო, რომელსაც ჰქონდა ხველა, მასთანაც მოხდა ნიმუშის აღება. დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია. გამოვლენილი იქნა მჭიდრო კონტაქტები და მოხდა მათგანაც ნიმუშებისაღება" - განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ხმაური და დაპირისპირება სოფელში სასწრაფო დახმარების ექიმების და პოლიციის გამოჩენას მოჰყვა.