ბათუმში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა აქცია გამართეს - ისინი პანდემიასთან დაკავშირებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
მძღოლების განმარტებით, თურქეთიდან შემოსულ ტრანზიტულ სატვირთო მანქანებს საქართველოს ტერიტორიაზე 48 საათიანი ვადა აქვს ქვეყნის დასატოვებლად და ეს ვადა საკმარისია. მძღოლების თქმით, ასე არ ხდება თურქეთის ტერიტორიაზე. იქ ქართველ მძღოლებს 72 საათიანი ტრანზიტული ვადა მისცეს, თუმცა ამ ვადაში ქართველი მძღოლები ტვირთის აღებას და თურქეთის ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, რის გამოც ჯარიმების გადახდა უწევთ.
მძღოლები ხელისუფლებას თურქულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვენ.