18 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 7-მდე გაიზარდა

7-მდე გაიზარდა COVID ინფექციის მქონე პაციენტების რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. ბოლო 24 საათში ტესტი 17 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ინფიცირებულს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე COVID-19-ის სულ 10 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია ერთი პაციენტი, ორი კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ინფიცირებული 7 პაციენტიდან ორს პნევმონია აღენიშნება.

დღის ამბები