18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

საქართველოს პროკურატურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. გამართლდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, ინფორმაცია პროკურატურის ვებგვერდზე განთავსდა.

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ  უტყუარი  მტკიცებულებები წარადგინა, რითაც დასტურდებოდა, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურა არ ეთანხმება გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარემ  მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა. 

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ლაგოდეხში მამაკაცს 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 9 თვის წინ მოხდა. სასამართლო პროცესი გურჯაანში დღეს გაიმართა, მოსამართლემ ბრალდებული მამაკაცი გაამართლა. 

დღის ამბები