18 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ბოლნისის სოფელ გეტაში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის ბოლნისის კლასტერიდან 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

დღეს დამატებით ხუთი პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან. მუნიციპალიტეტში 150 ინფიცირებულია. 59-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. გარდაიცვალა სამი პაციენტი. თვითიზოლაციაში იმყოფება 85, ხოლო კარანტინში 69 პირი. შეგახსენებთ სოფელ გეტაში 15 მაისიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

"150 საკვლევი მასალიდან, ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან იხევს დაავადება. ეს არის კიდევ დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ფრთხილად და მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი," - განაცხადა  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

დღის ამბები