ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 17 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასულ 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 73 პირს ჩაუტარდა. პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
საერთო ჯამში, აფხაზეთში დღემდე ახალი კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.