ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 14 პირი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.
37-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ოკუპირებულ ცხინვალში. დღეიდან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას, გაიხსნება კაფეები, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპორტული დაწესებულებები, ბიბლიოთეკები და სასტუმროები.