საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 731-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 526 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.