გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა.
როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება არ შესულა.
უწყების ცნობით, ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი კაფე დამწვარი დახვდათ.
გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი არ არის და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.