ხვალიდან ქვეყანაში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ გადაადგილდნენ მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსებით, მხოლოდ ახალი წესების დაცვით.
ტრანსპორტში ასასვლელად აუცილებელი პირობაა პირბადე, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში კი, კონდიციონერების ნაცვლად მოქალაქეებს ღია ფანჯრები დახვდებათ.