ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 738 ახალი COVID ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული.
16-ით არის გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე COVID-19 საქართველოში 573-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 3,076, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250 მოქალაქე.