13 ივლისი 2020,   20:58
ვრცლად
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8 371 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა რუსეთში მცირედით იკლებს. ჯამში ინფიცირებულია 379 051 ადამიანი, ხოლო დაღუპულია 4 142 პირი, მათ შორის, ბოლო 24 საათში – 174

ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა მეზობელ სომხეთში. კოვიდინფიცირების მაჩვენებელი უკვე საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა, სიტუაციას კრიტიკულად აფასებს ქვეყნის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. ბოლო დღე ღამეში კორონავირუსით დაინფიცირდა 442 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა – 165 გუშინ დაფიქსირდა აზერბაიჯანში. სულ კი Covid-19-ის 4 568 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 2 897 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 54 ადამიანი, აქედან 2 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა შემცირებულია თურქეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 035 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულია 159 797 ადამიანი, მათგან 122 793 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 4 431 მოქალაქე, აქედან ბოლო 24 საათში 34 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები