კორონავირუსი ახალციხის ცხელების ცენტრში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ ახალგაზრდა მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, რომ პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში ტემპერატურის გამო შეიყვანეს.
"კორონავირუსი, 28 მაისს დაფიქსირდა, პაციენტი მაშინვე გადავიყვანეთ კოვიდცენტრში, იგი ჩვენი რეგიონის მკვიდრი არ არის" – ამბობს გიორგი ბარძიმაძე.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 25 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.
29 მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში covid-19 -ის ინფიცირების შვიდი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ექვსი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.