18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"კორონა ჩვენთან ერთად არის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს"-ბიძინა კულუმბეგოვი

ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ კორონავირუსის მეორე ძლიერი ტალღა მოსალოდნელი იქნება, თუ საზოგადოება ფრთხილად არ იქნება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან. მისი თქმით, აუცილებელია სამედიცინო ნიღბის ტარება, რადგან ინფექციისგან დაიცვან ადამიანებმა თავი.

"ჯერჯერობით, კორონა ჩვენთან ერთად არის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შემოგვილაწუნოს. მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, ასევე, უნდა ვატაროთ ნიღაბი, რომელიც ნამდვილად ეფექტურია,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

პირბადეების მნიშვნელობაზე საუბრობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც. მისი თქმით, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ სწორად ნიღაბი, რადგან COVID-19 "არსად წასულა". 

შეგახსენებთ, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში დღეს 783 გახდა, გამოჯანმრთელებულია 605 პირი.

დღის ამბები