03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
მცხეთის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაეზარდა

მცხეთის მოსახლეობა ამიერიდან წყლის საფასურს გაზრდილი ტარიფით გადაიხდის. მოქალაქეები, ვისაც წყლის მრიცხველები აქვს დაყენებული, მოხმარებულ 1 კუბურ მეტრ წყალზე 10 თეთრის ნაცვლად 20 თეთრს გადაიხდიან. 

განცხადებით სემეკს მცხეთის წყალმა მიმართა. კომპანიამ სულადობრივი გადასახადის გაზრდაც მოითხოვა, თუმცა ტარიფი 2 ლარი და 40 თეთრი არ შეიცვალა. კომპანიის მოთხოვნის მიუხედავად, ტარიფი არ გაიზარდა არც  ბიზნესკომპანიებისთვის. მარეგულირებელმა კომპანიის მოთხოვნები მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შონია ამბობს, რომ ტარიფები სამართლიანია. 

მცხეთის მოსახლეობა კი წყლის ტარიფის გაზრდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, ტარიფის გაზრდა მათთვის პრობლემებებს წარმოქნის. 

მცხეთაში წყლის ტარიფი ათას 668 აბონენტს გაეზარდა.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები