18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
წყალტუბოში ოტია იოსელიანის ძეგლი გაიხსნა

წყალტუბოში ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ოტია იოსელიანის, ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.

ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა. 

ბიუსტის დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს ეკუთვნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28321,18 ლარი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებულმა "დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა" შექმნა.

დღის ამბები