საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართელოს რეგიონებში მოგზაურობას აგრძელებს.
ამჯერად, სალომე ზურაბიშვილი აჭარაში ჩავიდა და ციხისძირში მდებარე ქაჯეთის ციხე მოინახულა. ქაჯეთის ციხის ამსახველი ფოტომასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტი შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად საქართველოს რეგიონებში 15 ივნისიდან მოგზაურობს.