მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქალაქის არაერთ ქუჩაზე გზების რეაბილიტაციის პროცესში მათი კორუფციული ინტერესებიც იკვეთება.
ჯგუშიამ ბრიფინგი რუსთაველის ქუჩაზე გამართა, სადაც, მისი მტკიცებით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები თვეების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა მერია სამუშაოებს საგანგებოდ არჩევნებამდე წელავს.
ჯგუშია აღნიშნავს, რომ გადათხრილი გზები არამხოლოდ გადაადგილებას უშლის ხელს, არამედ ტრანსპორტის გაუმართაობის მიზეზიც ხდება და მტვერში კი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ისინი ჯგუშიას "არასერიოზულ ბრალდებებზე" კომენტარს არ გააკეთებენ.