"შეიგრძენი საფრთხე" - ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის წევრები რუსთაველის ხიდზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი თქმით, ეს პროექტი ქუთაისს და მიმდებარე მუნიციპალიტეტებს საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე უარს აცხადებდა დიდ ჰესებზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი სწორედ ჰესები მშენებლობა დაიწყო.
"ვეწინააღმდეგებით ნამოხვანჰესის მშენებლობის დაწყების მცდელობას, სამოქალაქო აქტივისტები და პარტიების წარმომადგენლები, ყველა ვისაც აწუხებს ეს პრობლემა გამოვიდა და ვაცხადებთ უარს. გამოვედით, დაუშვებელია დიდი ჰესის მშენებლობა, განსაკუთრებით მეწყერსაშიშ წონაში,"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.