18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი ანალიტიკური დოკუმენტს აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმის ხარვეზებმა გამოძიებაში და თანმდევმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული მრავალი პრობლემა და საზოგადოებისთვის ნათელი გახადა არსებული სისტემური პრობლემების მთელი სიმწვავე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა საქმის მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები