19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
კახეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

მკვლელობა კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 30 წლამდე კაცი, დაჭრილია მისი მეგობარი.

"კურიერის" ინფორმაციით, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდები დაჭრილის სახლში ქეიფობდნენ. თუ როგორ განვითარდა მოვლენები - ამის შესახებ ადგილობრივები დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ იყო რამდენიმე გასროლა.

მოკლული სოფელ ახაშენში მცხოვრები შოთა მაზმიშვილია. რაც შეეხება დაჭრილს, ექიმის თქმით, ახალგაზრდას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები თითქმის გათენებამდე მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები