16 აპრილი 2024,   16:18
ვრცლად
ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე პედაგოგების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე, დღეს სასამართლო დაკავებული პედაგოგების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს.

მასწავლებლებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.

ერთწლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პედაგოგებისთვის ცნობილი იყო საფრთხე, თუმცა მოსწავლეების ჩანჩქერში შესვლას ხელი არ შეუშალეს. ბრალდება 5 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები