კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ "საფარში" ქალების მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია, რაც მისი თქმით, არის კარგი პრეცენდენტი.
ბაია პატარაიას თქმით, საზოგადოება მალე მივა იმ კონსესუსამდე, რომ ქალი შინაური ცხოველი არ არის და მასაც აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება.
"ჩვენთან მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. კოვიდის სიტუაციამ ეს სიტუაცია უფრო მეტად გაამძაფრა, სიღარიბეც დაემატა ამ ყველაფერს. მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი ამ ყველაფრის შემდეგ. ქალების ბრძოლა თანასწორობისთვის და უფლებებისთვის გრძელდება.
ის, რომ ქალები ცემა-ტყეპას აღარ ითმენენ სახლში ეს არის სწორედ ამ ბრძოლის შედეგი. გარკვეული პერიოდის შემდეგ საზოგადოება მივა კონსესუსამდე, რომ ქალი ცხოველი არ არის და რომ ქალს შეუძლია პირადად ცხოვრებაზე გადაწყვეტილება ისე მიიღოს, რომ ამის გამო არ მოკლან,"- განაცხადა ბაია პატარაიამ.