18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

მეექვსე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, მცირეწლოვანს ქალატვინის ტრავმა და ტრავმული შოკი აღენიშნება.

მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ პაციენტს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა.

"ძიძა საჭმელს აკეთებდაო და ამან ეტყობა სკამი მიადგა ფანჯარას და გადმოხტა, ფანჯარა ღია იქნებოდა," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შემთხვევა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, გუშინ საღამოს საათებში მოხდა. ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები