103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.
ცენტრის ხელმძღვანელმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ერთად დეტალურად გააცნო ჟურნალისტებს როგორც საგამოცდო პროცედურა, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია 2020 წლის გამოცდებზე გამოსაცდელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით.