18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული 21 წლის ტატო ზარქუა თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ინფორმაცია "კურიერს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ზარქუა უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა. როგორც გათავისუფლებულის დეიდა ამბობს,  ტატო ზარქუა ენგურის ხიდიდან გადმოიყვანეს და მას, სავარაუდოდ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

დღის ამბები