თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა შეფერხდა. როგორც "რუსთავი 2-ს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი სისტემის ტექნიკური ხარვეზი იყო და მოძრაობა სულ 10 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.