საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში COVID ინფიცირებულთა მონაცემი 963-გახდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში კი ქვეყანაში COVID-19 841-მა პირმა დაამარცხა.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით 15 პაციენტია გარდაცვლილი.