18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული, რაც შეეხება მეხუთე პაციენტს, ის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტია.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. 

"ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 107 პაციენტი. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ 4-დან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ერთი გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. ხოლო მეხუთე შემთხვევა, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი. ანუ, ეს ერთი არის შიდა გადაცემით.

ჩვენ გვყავდა 24 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. დაგვემატა მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი და დღეს გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მისი მდგომარეობა გამოკვლევების შედეგად არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმის არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა უცვლელია დღევანდელი მონაცემებით," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები