15 აგვისტო 2020,   09:19
ვრცლად
მესტიაში ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია

მესტიაში, იდლიანის ტყეში ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე ადგილას დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან, სპეციალურ ტექნიკასთან და ადგოლობრივებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები უკვე ოთხი დღეა, ხანძრის ჩასაქრობად მუშაობენ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში სოფელში ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახმა ბავშვები სახლებიდან გახიზნა.

ამ ეტაპზე სოფელში ძლიერი დაკვამლიანება აღარ შეინიშნება, ამასთან,  არ არსებობს ცეცხლის გავრცელების, ან დასახლებულ პუნქტამდე მიღწევის საშიშროება. დღის განმავლობაში  იდლიანში წვიმს, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი შეუწყო.

დღის ამბები