მეტროსადგურ დელისთან მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პანდემიის პერიოდში ხელფასების სრულად ჩარიცხვას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, მემანქანეებს პანდემიის პერიოდში ხელმძღვანელები დაპირდნენ,რომ ხელფასს სრულად ჩაურიცხავდნენ, თუმცა ხელფასები დანაკლისით ჩაერიცხათ.
"პანდემიის დროს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა იყო გამცხადებული, დანაპირები იყო, რომ ხელფასი ჩაირიცხებოდა სრულად. მოხდა ისე, რომ უმრავლესობამ ბანკებისგან არ ისარგებლა საშეღავათო პერიოდით და მოხდა ისე, რომ ხელფასის ჩარიცხვისას, თითო მემანქანეს საშუალოდ 400 ლარი დააკლდა.
29 მაისს, როცა მოძრაობა გაიხსნა და საგანგებო მდგომარეობაც აღარ იყო, სამი დღის თანხა საერთოდ არ ჩარიცხეს, ვისაც ჩაურიცხეს უკან აჭრიან და ამ საკითხზე გვინდა მერთან შეხვედრა, რომ გაგვცეს პასუხი,"-უთხრა "კურიერს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.