საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 968-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 844-ია.
განახლებული მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 4,425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 222 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.