18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების სამართლებრივი შეფასება" - დოკუმენტი "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მოამზადა

"ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების სამართლებრივი შეფასება" - ამ შინაარსის ანალიტიკური დოკუმენტი "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" მოამზადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ წარდგენილ ორ ბრალში გარკვეულ უზუსტობებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, საუბარია 20 ივნისისა და ბუტა რობაქიძის საქმეებზე, სადაც იურისტების თქმით, ხარვეზები იკვეთება და წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები.

არასამთავრობო ორგანიზაცია შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"იმდენად სუსტი იყო ბრალდება ამ ნაწილში, რაც ეხებოდა 20-21 ივნისის მოვლენების დროს ძალადობის ორგანიზებას, რომ თვითონ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აქ უსაფუძვლო იყო, თუმცა მეორე ბრალდება რაშიც მას მსჯავრი დაედო, ეს არის ამ ე.წ. ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა. არის საკმაოდ ბევრი კითხვები ვითომ მტკიცებულებებში, სადაც ჩანს ირაკლი ოქრუაშვილი ამ დემონსტრაციაზე. ხდება იდენტიფიცირება მის გარეშემო მრავალი ადამიანის. მაშინ ყველა ეს ადამიანი უნდა იქნას დაკავებული," - განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

დღის ამბები