7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაცია, განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ გაავრცელეს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
ის არის ერთ-ერთი პაციენტი იმ პირებიდან, რომელთაც ლაბორატორიულ კვლევაზე დადებითი პასუხი ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მიიღეს.
ინფიცირებული ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე დადგენილია კონტაქტები.