დღეს გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი ინციდენტისას ფხიზელი იყო. მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა არც ალკოჰოლი და არც ნარკოტიკული ნივთიერებები.
გიორგი შაქარაშვილს დაზიანება, სხეულის რამდენიმე მიდამოში აქვს მიყენებული. დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით ჩანს, რომ გარდაცვლილს დაზიანებები არა მუშტის დარტყმით, არამედ ბევრად დიდი ძალის გამოყენებით აქვს მიღებული.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, ისე როგორც მოსალოდნელი იყო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ეს დასკვნა გახდა საფუძველი, რომ პროკურატურას საქმის კვალიფიკაცია დაეზუსტებინა.