27 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
"ჩვენი სრული მხარდაჭერა თოკოს" - თორნიკე შენგელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ეხმაურება

"ჩვენი სრული მხარდაჭერა თოკოს" - თორნიკე შენგელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და მისი მეგობრები ეხმაურებიან. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ეროვნული ნაკრების წევრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს - ისინი ეროვნული ნაკრების კაპიტანს მხარს უჭერენ და ახალ კლუბში წარმატებებს უსურვებენ.

გუშინ თორნიკე შენგელიას ტრანსფერი მოსკოვის "ცე-ეს-კაში" ოფიციალურად დადასტურდა, ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული კლუბის ღირსებას უახლოესი სამი წლის მანძილზე დაიცავს.

"პრეზიდენტის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ. თორნიკე ისეთი სამაგალითო ადამიანი და სპორტსმენია ბევრი ქართველისთვის და მით უმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, რომ ეს ბინძური კამპანია მე მგონი მიუღებელია," - ამბობს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე.

თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები მიუღებელია საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის ანატოლი ბოისასთვის.

"ჩემთვის პირადად ძალიან საწყენია ის ზიზღის ენა და იმდენი უარყოფითი სიტყვები, რომელიც არის დაღვრილი სოციალურ ქსელში," - აღნიშნავს ანატოლი ბოისა.

 

დღის ამბები