კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგის 7 მიმართულებიდან 5 ბაზრის შესწავლა დაასრულა. 2020 წლის პირველ ნახევარში უწყებამ სიგარეტის, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების, ჩვილ ბავშვთა კვების, ავტოდაზღვევის, ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრებზე მონიტორინგი ჩაატარა.
ამათგან კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით 1 რეკომენდაცია გაიცა. კვლავ დაკვირვების ქვეშ რჩება ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზრების შესწავლა.
"ჩვენ გამოვიკვლიეთ სამი დონის ბაზარი. პირველი ეს იყო უშუალოდ პურის წარმოების ბაზარი და პურის წარმოებაზე მოგეხსენებათ გავლენას ახდენს ასევე ხორბალზე დაფიქსირებული ფასები, შესაბამისად ჩვენი კვლევის ინტერესიც იყო ხორბლის იმპორტის მიმართულებით, ასევე ფქვილის წარმოების მიმართულებით. 5 დასრულებულ მონიტორინგში რაიმე ტიპის დარღვევა და შეუთავსებლობა კონკურენციის კანონმდებლობასთან გამოვლენილი არ არის," - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.