18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე პედაგოგებს სააპელაციო სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე პედაგოგებს სასამართლომ გირაო შეუფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა "ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს  მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება. 

დღის ამბები