ვანო ჩხარტიშვილი მისი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის არსებულ დავას იხსენებს. ბიზნესმენის თქმით, ორივე მხარის მიერ, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დავა ამოწურულია. ბიზნსესმენი ამბობს, რომ ბრიტანეთის სასამართლომ დაამტკიცა, რომ ვანო ჩხარტიშვილს არავითარი სარგებელი არ მიუღია.
"ბადრი პატარკაციშვილი იყო ჩემი ახლო მეგობარი, მისი ოჯახი ჩემი ახლო მეგობარია და ბიზნეს პარტნიორი იყო ჩემი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ოჯახმა გადაწყვიტა რომ სარჩელი შეეტანა ბრიტანეთის სასამართლოში. ჩვენი ეს სასამართლო დავა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ ყველა პირობები, რაც იყო სამშვიდობო ხელშეკრულებით დავამთავრეთ. სასამართლოში აღარ ვდაობთ და მომავლშიც ესეთი ხელშეკრულება გვაქვს ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის მიმართ სადავო საკითხები არის ამოწურული.
ჩვენ არა თუ აღარ ვდაობთ, მომავალშიც ესეთი ხელშეკრულება გვაქვს ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის მიმართ სადავო საკითხები არის ამოწურული. ვიმეორებ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, მისი მეუღლე, ყველა მისი ახლო ნათესავი არის ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ჩვენთვის ეს იყო ყველაზე მტკივნეული დავა, მაგრამ ეს საქმე დასრულდა და დღეს ვართ ერთმანეთის კეთილმოსურნეები,“ - განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.