MLS-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უფლება მისცა, მაისურებზე ნომრების ქვემოთ, სოციალურ ან პოლიტიკურ თემაზე ნებისმიერი წარწერა დაეტანათ.
გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ისარგებლეს ამ უფლებით და ზურგზე გუნდ "საბურთალოს" ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.
ფეხბურთელი გურამ კაშია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს წარწერით:
"ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს"- წერს გურამ კაშია.