დღეიდან კუს ტბაზე ასვლა საბაგიროთიც იქნება შესაძლებელი. პანდემიის გამო, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აუცილებელია მგზავრებმა უსაფრთხოების ზომები დაიცვან. ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი.
შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე, ჯერ უცნობია, ამ შემთხვევაში, როდიდან მოემსახურება საბაგირო მგზავრებს