კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა მცირდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი. 12 ივლისის მონაცემებით, სომხეთში სულ "კოვიდ-19"-ის 31,969 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 565 ადამიანი. ქვეყანაში 16 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
რაც შეეხება რუსეთს, გასული 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 6,615 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 130 ადამიანი.
ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება უკრაინაში, გასული დღის მონაცემებით "კოვიდ-19"-ის 678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 11 პაციენტი.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეფანოვის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო.
"გასული დღის მონაცემებთან შედარებით გვაქვს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება, ბოლო 24 საათში "კოვიდ-19" დაუდასტურდა 678 ადამიანს, სამწუხაროდ პანდემიას კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა,"- აცხადებს მაქსიმ სტეფანოვი.