18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ეჭვი არ მეპარება ჩემი შვილის სიმართლეში, თუ ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა უნდა აგოს პასუხი - კობა კობალაძე

"კურიერი" "ქართული ოცნების" დეპუტატს კობა კობალაძეს საკუთარი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

როგორც კობა კობალაძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, 24 ივნისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შვილთან საუბარი არ ჰქონია. 

დეპუტატი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ მთავარია გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"თავისი სურვილიც იყო, რომ რეალურად მისულიყო ადგილზე, კითხვებზე პასუხი გაეცა და გამოეხატა თავისი პოზიცია. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ახალგაზრდებს შორის ასეთი დაპირისპირებები ხდება. მე ბედნიერი ვარ, ისევე როგორც იმ ბავშვის მშობლები, რომ გადარჩა. სიმართლე უნდა გაირკვეს. არავის ნება-სურვილზე და ისტერიაზე ეს არ უნდა იყოს აწყობილი. ზუსტად ისე უნდა აგოს ნებისმიერმა პასუხი, რა პროცენტით აქვს დანაშაულში მონაწილეობა მიღებული. მე ეჭვი არ მეპარება ჩემი შვილის სიმართლეში, მე ეჭვი არ მეპარება მის ცხოვრების ჯანმრთელ წესში. თუ მან ჩაიდინა ეს დანაშაული, რა თქმა უნდა უნდა აგოს პასუხი," - განაცხადა კობა კობალაძემ. 

დავით კობალაძის დაკავება თბილისში 24 ივნისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 2 პირი. დავით კობალაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

დღის ამბები