რუსთავის ცხელების ცენტრდან პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებული პირი, რომელიც ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა, საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, პაციენტის "კოვიდ 19-ის" ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის, უარყოფითი იყო.
ექიმის თქმითვე, დღეს დილით პაციენტი პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.
გაქცეულ პაციენტს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა აღნიშნა, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.
"112-მა შემოიყვანა, ჩაუტარდა PCR კვლევა, კოვიდუარყოფითია პაციენტი, ტესტის პასუხი მივიღეთ უკვე, უნდა დაბრუნებულიყო საკარანტინო სივრცეში, რადგან მოგზაურობის ისტორია აქვს. პროტოკოლით გათვალისწინებული 14 დღე კარანტინში უნდა გაეტარებინა. ეს ყველაფერი ოჯახს წევრებმა იციან შევატყობინეთ,"- განუცხადა "რუსთავი 2-ს" ექიმმა.